ივერიონი / ვისი თხოვნით შევიდა ერაყში თუქრქული ჯარები?

ვისი თხოვნით შევიდა ერაყში თუქრქული ჯარები?

 

თურქეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ნაწილი ბაღდადის მოთხოვნით შეიყვანა. 

 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მტკიცებით, მას ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა გასულ წელს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ სთხოვა. ოფიციალურ ბაღდადს ერდოღანის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

 

მანამდე ერაყის ხელისუფლებამ არაერთგზის განაცხადა, რომ ბაშიკის რაიონში ჯარების შეყვანით ანკარა ერაყის სუვერენიტეტს არღვევს.

 

10-12-2015, 11:21
უკან დაბრუნება