ვიქტორია ნულანდი დღეს ამერიკაში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შეხვდება.
ენმ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხების გარდა, ქვეყნის ნატოსა და ევროპისკენ სწრაფვა იქნება.
"საქართველოს ამოცანაა, ასეთ კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვქონდეს კომუნიკაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ვარშავის მომავალი სამიტი, უსაფრთხოების გამოწვევები და დინამიკა ქვეყნის შიგნით, რომელიც პრობლემებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის გამო," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.
პარალელურად, ნაციონალური მოძრაობის წევრები განაგრძობენ შეხვედრებს ამერიკელ სენატორებთან. ისინი უკვე შეხვდნენ სენატორებს როდ ჯონსონსა და ჯეიმს რიშს, ასევე კონგრესმენ მაიკლ ტერნერს