ივერიონი / ირაკლი ალასანია: გერმანია-საქართველო-რუსეთის ფორმატი იქნება ის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად!

ირაკლი ალასანია: გერმანია-საქართველო-რუსეთის ფორმატი იქნება ის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად!

„რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების ფორმატში, გერმანიის გამოყენება ეფექტური იქნება“- ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია აცხადებს.

 

მისივე თქმით, ეს ინიციატივა სიახლეს არ წარმოადგენს და თემაზე მოლაპარაკებები 5 წლის წინაც მიმდინარეობდა.

 

,,მე თანმიმდევრული ვარ ამ იდეის გაჟღერების კუთხით. ჯერ კიდევ 5 წლის წინ ღიად გავაჟღერე, რომ გამოსაყენებელია ეს ფორმატი. როდესაც მე გაეროში ვიყავი ელჩი, მქონდა ამ კუთხით კონსულტაცია როგორც გერმანულ ასევე რუსულ მხარესთან. საუბარი მქონდა ასევე, ომის შემდეგაც, როგორც ოპოზიციიდან ასევე ხელისუფლებიდან. გერმანული მხრიდან შემხვედრი პოლიტიკური ნება დაფიქსირებული იქნა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ალასანიას  განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეიცვალოს ჟენევის ფორმატი.

 

,,გერმანია-საქართველო-რუსეთის ფორმატი იქნება ის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ავამოქმედებთ და გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად", - დასძინა ირაკლი ალასანიამ

 

10-12-2015, 15:13
უკან დაბრუნება