ივერიონი / დემურ გიორხელიძე: ვიზა-ლიბერალიზაცია დააცარიელებს საქართველოს!

დემურ გიორხელიძე: ვიზა-ლიბერალიზაცია დააცარიელებს საქართველოს!

 

„ივერიონს“ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე, ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

 

-ბატონო დემურ, რას მოუტანს ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს?

 

საინტერესოა მისი დადებითი და უარყოფითი ასპექტები...

 

თქვენი აზრით, ხომ არ გამოიწვევს ეს მიგრაციული პროცესების კიდევ უფრო გააქტიურებას და საქართველოს საბოლოო დაცარიელებას ქართველებისგან?

 

-თავისთავად ისეთ გამართულ ქვეყანაში, სადაც ხალხს თავისი საქმე აქვს, ანუ ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შესაძლებელია ამ გლობალურ სამყაროში იმოძრაონ, ცხადია- ვიზა-ლიბერალიზაცია წარმატების მომტანია. ასეთ ქვეყნებში დრო ფულია!

 

სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ტოტალური უმუშევრობაა და ამ პოლიტიკით სამუშაო ადგილები არც იქნება- ვიზა-ლიბერალიზაია ძალიან მძლავრი მუხტია საიმისოდ, რომ ქვეყანა დაცარიელდეს და ამას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება! რადგან, სწორედ ამ არსებული ბარიერებისა და იმ დიდი ხარჯების გამო, რომლებიც ვიზის მოპოვებას უკავშირდება, ხალხი არ მიდის საზღვარგარეთ, ხოლო თუკი ეს ბარიერები მოიხსნება ისინი მომენტალურად გავლენ ქვეყნიდან. შემდეგ კი იქნება უკუმიგრაცია, ოღონდ არა საქართველოში. ევროპაში ამდენი ადამიანის დასაქმება უბრალოდ შეუძლებელი გახდება, ეს ევროპელებმაც კარგად იციან  და ისინი ისევ მიუბრუნდებიან იმ ცნობილ პოსტსაბჭოთა სივრცეს და იქ დაიკავებენ თავიანთ, ასე რომ ვთქვათ, „ნიშებს“.

 

ასე რომ, ჩვენი ხელისუფლების მონდომება ვიზა-ლიბერალიზაციის მოპოპვებაზე- კარგი არაფრის მოტანი არ იქნება!

 

-ვის ინტერესებში შედის ვიზა-ლიბნერალიზაციის შემოღება?

 

-ის, რომ თითქოს ჩვენ ამით ევროპაში ინტეგრაციის უფრო მაღალ საფეხურს ვაღწევთ, ეს სიცრუეა. ევროპაში ინტეგრაციის საუკეთესო საშუალება დასავლური ინტეგრაციაა, რაც გულისხმობს: დასავლური ტიპის სახელმწიფოს აგებას, საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობას და ინსტიტუტების გაწონასწორებულ ქმედებას- ესაა დასავლური ინტეგრაცია და არა ბოლშევიკური და პრო-დასავლური პროპაგანდა, რომელიც თავისი შინაარსით ძირგამომთხრელია!

 

ვიზა-ლიბერალიზაციას საქართველოს ეკონომიკაზე ნულოვანი გავლენა ექნება და ეს ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდია და ფარატინა ქაღალდადვე დარჩება! საქმე ისაა,რომ არაფრის მქონე სახელმწიფოს, რომელიც არაფერს არ აწარმოებს, გარდა პრიმიტიული საქონლისა, არ შეიძლება იმ უზარმაზარი და ყველაზე თანამედროვე ბაზრის ათვისების იმედი ჰქონდეს, როგორსაც ეს ევროპული ბაზარი წარმოადგენს!

 

                ესაუბრა მედეა შელია

 

10-12-2015, 16:47
უკან დაბრუნება