ისლამური სახელმწიფოს სამი მაღალჩინოსანი, კოალიციის ავიადარტყმებს ემსხვერპლა.
ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა სტივ უორენმა განაცხადა.
დაღუპულთაგან ერთ-ერთი ისლამისტთა ლიბიური ფრთის მეთაური, აბუ სალეჰია. სხვა ორი მაღალჩინოსნის ვინაობა კი ჯერჯერობით არ სახელდება.
სალეჰი ამერიკის ანტიტერორისტული სანქციების სიაში ირიცხებოდა. ის ისლამური სახელმწიფოს ფინანსურ სტრუქტურასაც ხელმძღვანელობდა.