ნავთობით ვაჭრობის შედეგად, ექსტრემისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფო”, თვეში 40 მლნ დოლარს გამოიმუშავებს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მოხსენებაშია ნათქვამი.
ხაზინის წარმომადგენელის, ადამ შუბინის თქმით, მოპოვებული ნავთობის მნიშვნელოვან ნაწილს ისლამისტებისგან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მთავრობა ყიდულობს, ამის გარდა ნავთობი თურქეთშიც იგზავნება. ტერორისტები ასევე ძარცვავენ ბანკებს, ყიდიან არტეფაქტებს.
მისივე თქმით, სულ ერთი წლის განმავლობაში ”ისლამურმა სახელმწიფომ” ნავთობის გაყიდვიდან და ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ბანკებიდან 500 მლნ დოლარი მიიღო.