ივერიონი / გეგი ქელბაქიანს ბრალს დღეს წაუყენებენ

გეგი ქელბაქიანს ბრალს დღეს წაუყენებენ

სამშენებლო კომპანია "ენ-სი-სი"-ს ხელმძღვანელს გეგი ქელბაქიანსა და ამავე კომპანიის ფინანსურ მენეჯერს არჩილ ჩოგოვაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.


ქელბაქიანი და ჩოგოვაძე სამართალდამცავებმა გუშინ, დაკითხვის შემდეგ დააკავეს. მათ ბრალი ედებათ 194-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც ფულის გათეთრებას გულისხმობს და 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებენ.


გეგი ქელბაქიანი სამშენებლო კომპანიის დირექტორობამდე "თბილისის წყალის" გენერალური დირექტორი იყო.

22-11-2012, 10:02
უკან დაბრუნება