დღეს , "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს შეერთებულ შტატებში ვიქტორია ნულანდს შეხვდნენ.
მათ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.
ვიქტორია ნულანდთან გამართულ შეხვედრაზე, ასევე ქვეყანაში განვითარებული ბოლო მოვლენები, მათ შორის მედია თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.
„საქართველოს ამ ქვეყანაში ცალსახა მხარდაჭერა აქვს, როგორც ქვეყანას, ჩვენს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას. ჩვენი, როგორც ქვეყნის ამოცანაა, რომ ფორმაში ვიყოთ,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ.
შეხვედრაზე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს.
"ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს სერიოზული შეშფოთება გააჩნიათ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ხდება, ეს ეხება რუსთავი 2-ს, ძალადობას,“- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.