ივერიონი / ელენე თევდორაძე - პატიმრის შეწყალება არის ჰუმანური აქტი და დღეს ამ აქტის მიმართ ნდობა იკარგება!

ელენე თევდორაძე - პატიმრის შეწყალება არის ჰუმანური აქტი და დღეს ამ აქტის მიმართ ნდობა იკარგება!

"მე 10 წელი ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. ამ პერიოდის მანძილზე ყოფილა ძალიან ბევრი ჭუჭყიანი სიტუაცია. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეწყალების კომისიას, როგორც ინსტიტუციას, და საერთოდ ამ ცნებას ავტორიტეტი არ შელახვოდა. კადრს მიღმა მეც ბევრი რამ გადავიტანე, მაგრამ ვცდილობდი ეს საზოგადოებამდე არ მისულიყო რადგან პატიმრის შეწყალება არის ძალიან ჰუმანური აქტი და მის მიმართ ნდობა არ უნდა დაიკარგოს. დღეს ამ განცხადებების ფონზე ეს ნდობა იკარგება"- აღნიშნული განცხადება, გუშინ, ელენე თევდორაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში" შეწყალების კომისიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე მსჯელობისას გააკეთა.

 

გარდა ამისა, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯომარე, ადასტურებს, რომ მისი თავმჯდომარეობის 10 წლიანი პერიოდის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, როცა კომისიის რეკომენდაციით გათავისუფლებულ პატიმარს კვლავ ჩაედინოს ისეთი მძიმე დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა.

 

11-12-2015, 16:21
უკან დაბრუნება