4 გაყინული ადამიანის ცხედარი აჭარაში იპოვეს. დაღუპულების იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 გაყინული ადამიანი მონადირეებმა გუშინ თურქეთ-საქართველოს საზღვართან იპოვეს.
ადგილობრივების განცხადებით, დაღუპულები, სავარაუდოდ, ბაგლადეშის მოქალაქეები არიან და საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად ცდილობდნენ.
მათივე მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევები ადრეც მომხდარა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.