გვიან საღამოს დამასკოს გარეუბნები რაკეტებით დაიბომბა, რასაც 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. რაიონებს, რომლებზეც მასირებული სარაკეტო იერიშები განხორციელდა, ამბოხებულები აკონტროლებდნენ. ოპოზიციის მტკიცებით, მშვიდობიან მცხოვრებლებს ცეცხლი სახელისუფლო ძალებმა გაუხსნეს.