ივერიონი / ირაკლი დოკვაძე სასიკვდილო შიმშილობას იწყებს!

ირაკლი დოკვაძე სასიკვდილო შიმშილობას იწყებს!

გამსახურდიას ხელისუფლების ერთ-ერთი აქტირუი მხარდამჭერი, ირაკლი დოკვაძე, რომელსაც შევარდნაძის ზეობის პერიოდში ჯერ დახვრეტა, ხოლო შემდეგ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ბოლოს გაამართლეს და გაანთავისუფლეს, სააკაშვილის რეჟიმმა 2009 წელს მკვლელობის მცდელობის მოტივით ისევ დააკავა და 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დოკვაძე უვადო, სასიკვდილო შიმშილობას იწყებს. იგი ღია წერილით მიმართავს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, უფლებადამცველებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ, მისი მოთხოვნებით და წერტილი დაუსვან მის მიმართ წლების მანძილზე გამოჩენილ უსამართლობას.

 

„ივერიონი“ დოკვაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

 

„წლების განმავლობაში კარგად მოფიქრებულმა და დაკანონებულმა ანტიეროვნულმა და ანტიადამიანურმა სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლო სისტემამ, რომელსაც არავითარი კავშირი აქვს არათუ სამართალთან, არამედ საერთოდ, ცივილიზებულ სამყაროში არსებულ სამართლებლივ ნორმებთან, მოსპო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი სასამართლოს და ადამიანის უფლებების მცნება. 

 

შეიქმნა და დღესაც ძალაშია კანონი, რომელიც პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა მოსამართლეებს წარსულში უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკური მოტივით გამოტანილი განაჩენებისთვის, რაც დამონებულ მოსამართლეებს, თითქოს, მეტ დამოუკიდებლობას ანიჭებდა! 

 

სულ, რამდენიმე მოსამართლემ არ შეურაცხყო საკუთარი ღირსება და მოსამართლის მანტია. მაგრამ ისინი, სასწრაფოდ დაითხოვეს სასამართლოდან. მათ შორის იყვნენ დღევანდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნული მოსამართლე ბატონი მერაბ ტურავა.

 

ხელისუფლების შეცვლიდან 3 წლის შემდეგ გაჩენილი იმედები, თუ ილუზიები, სასამართლოების მიმართ, შარშანდელი თოვლივით გაქრა.კოჰაბიტაციამ დამნაშავე მოსამართლეებს ახლა უკვე, უვადო მოსამართლეობის პრეტეზიაც კი გაუჩინა! 

 

მე, ასობით პატიმართა მსგავსად, მომესპო სამართლის ძიების ყველა გზა. ხელისუფლებას კი, პატიმრები მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახსენდება და იყენებს აპრობირებულ, ერთი შეხედვით, თითქოს კეთილშობილურ ხერხს, რაც პატიმართა შეწყალებით სრულდება - არაერთი უდანაშაულო პატიმარი გათავისუფლდა მსგავსი აქტით, რომლებმაც მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ დაკარგეს სამართლიანობის მიღწევის ყოველგვარი იმედი და ამგზით გადაირჩინეს თავი.

 

წარმოდგინილი გაქვთ პატიმრის სულიერი მდგომარეობა,რომელიც ჩაუდენელ დანაშაულს აღიარებს, ინანიებს და შეწყალებას ითხოვს?! უდანაშაულო ადამიანის შეწყალება ბოროტება და ცინიზმია! დამანაშავეთა შეწყალებას კი, მივესალმები, უფრო მეტი ლმობიერება უნდა გამოიჩინოთ სააკაშვილის ციხე-წამება გამოვლილ არაადამინურ მოპყრობილ პატიმართა მიმართ. ცინიზმია, ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მეიშვილი, შავლიაშვილი და სილაგაძე ექვსი თვის ფიქრისა და სჯა-ბაასიის შემდეგ, ვერ ხედავენ მიზეზს სასამართლოს პროცესის გამართვისთვის და სარჩელს უკან მიბრუნებენ. აბა, სხვაგვარად როგორ იხსნიან კუბლაშვილის გუნდის წევრებს - ეკა არეშიძესა და მაია თეთრაულს. 

 

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი როგორ ებღაუჭება სააკაშვილი ამ და სხვა დამნაშავე მოსამართლეებს, მომავალში შორს გამიზნული მერკანტილური ინტერესების გამო, რისთვისაც ხარჯავს ასტრონომიულ თანხებს! ჩემს დამნაშავეობა-უდანაშაულობაზე საუბარიც კი, ზედმეტია, რადგან მართლაც რომ მქონდეს დანაშაული ჩადენილი,უკვე თავისუფალი უნდა ვიყო პატიმრობისგან!

 

ოვითხოვ და მივმართავ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს.მთავარ პროკურორს,სახალხო დამცველს, პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს „საიას“, საკონსტიტუციო სასამართლოს - ამიხსნან, რატომ არიდებენ თავს და არ მითვლიან 2004 წლის 9 თებერვლის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინებას ჩემი რეაბილიტაციისა და კონპესაციის შესახებ. რომელსაც ცხრა მოსამართლე აწერს ხელს. ბატონი მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით და მათ შორის ქალბატონი ნინო გვენეტაძეცაა. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ ძალად აღიარებულ დამნაშავეებთან კოჰაბიტირებულ ხელისუფლებას , არ აწყობს ჩემი სასამართლო პროცესის ჩატარება, რადგან, თვალნათლივ გამოჩნდება, თუ როგორ განაჩენებზე უწევთ, დღემდე თვალის დახუჭვა!

 

იგივე მიზეზით არ ხდება, იმ ორასზე მეტ პოლიტპატიმრად აღიარებული სასამართლოს მიერ, უდანაშაულოდ ცნობა და რეაბილიტაცია. არის კიდევ ერთი,ხელისუფლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზეზი. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, კიდევ ერთხელ რომ გავმართლდე და მივიღო რეაბილიტაცია, დაისმება, ერთი შეხედვით რიტორიკული კითხვა: როგორ სახელმწიფოში მიცხოვრია ამ 23 წლის განმავლობაში , სადაც ორჯერ დამაპატიმრეს,პირველად სასჯელის უმაღლესი ზომა-დახვრეტა მომისაჯეს, მეორედ კი, 30 წელი. წლების შემდეგ, ორივე შემთხვევაში სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო და პატიმრობაში გატარებული 18 რესტიტუცია რაოდენობის კომპესაციით უნდა განისაზღვროს?! ამის შემდეგ კი ვისაუბროთ „ნატოზე“, „ევროკავშირზე“,საქართველოში ადამიანის უფლებებზე და ზოგადად, დასავლური ტიპის ფასეულობებზე!!! 

 

ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობისა, იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას, დღეიდან-14 დეკემბრიდან. დღემდე ჩემი დუმილი, რაც ღარიბაშვილის ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობით იყო განპირობებული,ზოგიერთმა უნამუსო ადამიანმა, სიბრიყვედ ჩამითვალა. მე, დღეს ,ბრძოლას ვიწყებ და მივმართავ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა , ბრიტანული „ემნისტი ინტერნეიშელი“ს, გერმანული „igfm.”, ა.შ.შ-ში „ჰელსინკი ვოტჩი“-ს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს”, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარს“, მისიებსა და საელჩოებს. მოვითხოვ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნ დავით უსუპაშვილთან.სახალხო დამცველთან ბ-ნ უჩა ნანუაშვილთან,ყოფილ სახალხო დამცველთან ქალბატონ ნანა დევდარიანთან, იუსტიციის მინისტრთან ქალბატონ თეა წულუკიანთან, პარლამენტის ადამიანის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ქალბატონ ეკა ბესელიასთან, მთავარ პროკურორ ბატონ ირაკლი შოთაძესთან.ადვაკოტთა ასოციაციის თავმჯდომარე ბ-ნ ზაზა ხატიაშვილთან, სასჯელაღსრულების მინისტთან ბ-ნ კახი კახიშვილთან,უფლებადამცველებთან ქალბატონებთან ნინო რატიშვილთან, ნონა ფილაურთან, ლალი მოროშკინასთან, ბატონ თენგიზ დიხამინჯიასთან, ბატონ ზაზა დავითაიასთან, ბატონ მალახაზ გორგასლიძესთან , პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებთან. შიმშილობის შედეგად შესაძლო ლეტალურ შედეგზე მთელს პასუხისმგებლობას ვაკისრებ დღევანდელ ხელისუფლებას. 

 

პატივისცემით ირაკლი დოკვაძე, 14 დეკემბერი, 20 15“

 

14-12-2015, 10:58
უკან დაბრუნება