„გერმანიის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სირიიდან ლტოლვილთა ნაკადი შემცირდეს“ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ადგილობრივი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლიმიტების დაწესება არ იგეგმება, თუმცა მიგრანტთა რაოდენობა ახლო მომავალში უნდა შემცირდეს.
რაც შეეხება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გააქტიურებას, კანცლერის განცხადებით, გერმანია თავის წილ ვალდებულებებს ასრულებს და ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში საკუთარი კონტინგენტის გაზრდას არ აპირებს.