„ელისაშვილი უსაფუძვლოდ ასეთ ბრალდებებს არ გააკეთებდა“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
ალასანია საგამოძიებო სტრუქტურებს, საქმის ზედმიწევნით შეისწავლისკენ მოუწოდებს.
”ესეთი კორუფციული ბრალდება უნდა იყოს ზედმიწევნით სერიოზულად გამოძიებული, ამიტომ მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ თავისუფალი დემოკრატებიც გააგრძელებენ ამაზე დაკვირვებას, რომ იყოს სერიოზული დამოკიდებულება გამოძიებისადმი. ელისაშვილის გულწრფელობის მე მწამს და ვთვლი, რომ ის უსაფუძვლოდ ასეთ ბრალდებებს არ გააკეთებდა”, - განაცხადა ალასანიამ.