ივერიონი / გედევან ფოფხაძე: პოლიტპატიმრების ახალ სიაზე მუშაობა არ მიმდინარეობს!

გედევან ფოფხაძე: პოლიტპატიმრების ახალ სიაზე მუშაობა არ მიმდინარეობს!

„პარლამენტში პოლიტპატიმრების ახალი სიის შესახებ მუშაობა არ მიმდინარეობს“, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარლამენტის მხრიდან პოლიტიპატიმრების ახალ სიაზე მუშაობა მართებული არ იქნება.

 

“თუ მუდმივმოქმედი პოლიტპატიმრების კომისია იარსებებს კომიტეტში, რომელსაც როცა მოუნდება ვინმეს გაშვება, იტყვის, რომ პოლიტპატიმარია, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვეცილებით შეწყალების კომისიას და პრეზიდენტს, რაც ინტიტუციონალურად არასწორია. არასწორი სტანდარტი იქნება, თუ პოლიტპატიმრების თემას კიდევ წამოვწევთ პარლამენტში, რადგან ეს იქნება შეწყალების კომისიის მსგავსი ინსტიტუტი. ამნისტიის კანონში რომ მოექცა პოლიტპატიმრების სია, მიზანი იყო, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები გამოგვეშვა ციხიდან, ამისთვის ასეთი სამართლებრივი ფორმა გამოინახა. თუმცა, თუ ეს გაიწელება, არ იქნება სწორი”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

14-12-2015, 13:27
უკან დაბრუნება