საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ვიზელიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არ არის დაკავშირებული.
,,არაოფიციალური კომუნიკაციით ცნობილია, რომ გადადების მიზეზი არ არის საქართველოსთან დაკავშირებული. ეს არის ტექნიკური გადავადება, ალბათ, რამდენიმე დღით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში დადებითია.
"ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, საქართველოს შემთხვევაში დასკვნა დადებითია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის წლის ბოლომდე გამოქვეყნდება, როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მოგერინიმ განაცხადა. ეს, შესაძლოა, მოხდეს უფრო ადრეც", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.