ივერიონი / ვინ უხელმძღვანელებს “თავისუფალი დემოკრატების" გორის რაიონულ ორგანიზაციას?

ვინ უხელმძღვანელებს “თავისუფალი დემოკრატების" გორის რაიონულ ორგანიზაციას?

„თავისუფალი დემოკრატების" გორის რაიონულ ორგანიზაციას, თამარ თედლიაშვილი უხელმძღვანელებს.

 

პარტიაში აცხადებენ, რომ თედლიაშვილის ამ თანამდებობაზე წარდგენის ინიციატორი, ყოფილი თავმჯდომარე, პარტიის გამგეობის წევრი, პარლამენტარი, თამაზ შიოშვილი იყო. 

 

,,დეპუტატის საქმიანობა ყოველდღიურ დატვირთულ რეჟიმს გულისხმობს, წინასაარჩევნოდ კი პარტიულ საქმიანობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ამიტომ გადავწყვიტე გადავდგე ,,თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან და ამ თანამდებობაზე რეკომენდაცია გავუწიე ღირსეულ კანდიდატ თამარ თედლიაშვილს," - აცხადებს თამაზ შიოშვილი. 

 

თამარ თედლიაშვილი პარტიის წევრი 2010 წლიდანაა. ის გორის საკრებულოს მაჟორიტარი წევრია ვერხვები-კვერნაქის მაჟორიტარული ოლქიდან. კერძოდ, მას გორის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია. 

 

"ყოველთვის ვგრძნობ განსაკუთრებულ ვალდებულებას საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, როგორც ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი და საკრებულოს მაჟორიტარი. ორგანიზაციის თავმჯდომარედ დასახელება ჩემთვის ნიშნავს უფრო მეტი ქალის ჩართვას აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში. ,,თავისუფალი დემოკრატები" ვემზადებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის და მჯერა, მომავალი არჩევნები მეტ წარმატებას მოუტანს ქვეყანას", - აღნიშნავს თამარ თედლიაშვილი. 

 

15-12-2015, 12:28
უკან დაბრუნება