ივერიონი / ლევან მურუსიძე: გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილებები მაქვს მიღებული!

ლევან მურუსიძე: გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილებები მაქვს მიღებული!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე მას სამართლიანი გადაწყვეტილებები აქვს  მიღებული.

 

ამის შესახებ, მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული გასაუბრების შემდეგ განაცხადა. მისთვის მიუღებელია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამოთქმული პრეტენზიები.

მურუსიძის თქმით, გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ იყო.

 

"იმ საქმეებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, მიღებულია აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება და სასამართლოს სხვა საშუალება არ ჰქონდა. იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რა ფაქტობრივი გარემოებებიც იყო თუნდაც გირგვლიანის საქმეზე, თუ ვინმე მეტყვის, რომ რაიმე სხვა, ალტერნატიული გადაწყვეტილება შესაძლებელი იყო დამდგარიყო უზენაეს სასამართლოში, მე ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ", - განაცხადა მურუსიძემ.

 

მურუსიძემ დასძინა, რომ მისთვის მიუღებელია ის, რომ  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოხატავდეს, თუ ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა.

 

15-12-2015, 14:38
უკან დაბრუნება