ივერიონი / ქალური საწყისი ქართულ თავდაცვაში!

ქალური საწყისი ქართულ თავდაცვაში!

„ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის", – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების 2015 წლის 2 დეკემბრის შეხვედრის შეჯამებისას. თუმცა, საქართველოში სტოლტენბერგის სიტყვები ენთუზიაზმის გარეშე მიიღეს, იმიტომ, რომ 20 წლის გამავლობაში უკვე შეეჩვივნენ ბრიუსელის ფუჭ დაპირებებს. ამასთან, საქართველოსთვის თითქოსდა ღია კარში შეძლო შეღწევა ჩერნოგორიამ, რომელმაც 1 დეკემბერს მიიღო მიწვევა,გამხდარიყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29–ე წევრი.

 

საქართველომ, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობამ, 90–იანი წლების დასაწყისში დააფიქსირა თავისი სურვილი - ეთანამშრომლა ნატოსთან, თუმცა, ნულოვანი წლების შუახანებამდე ყველა კონტაქტი  ფორმალურ ხასიათს უფრო ატარებდა. ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როცა საქართველოს სამხედრო დოქტრინაში დაფიქსირდა შესაძლო მუქარა რუსეთის მხრიდან და დაიწყო ეროვნული შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესი ალიანსის სტანდარტებით.

 

შესაბამისად, თავდაცვის უწყების ყველა ხელმძღვანელი, ირაკლი ოქრუაშვილით დაწყებული, ასე თუ ისე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერად გამოდიოდა. გამონაკლისი არც თინა ხიდაშელი აღმოჩნდა, რომელიც ნატოში შესვლას საქართველოს ხელისუფლების „მთავარ", „ძირითად" და „სტრატეგიულ ამოცანასაც" კი უწოდებდა.

 

როცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, მინისტრმა რიტორიკა შეცვალა და ავსტრიულ გამოცემა „Kurier"–ს განუცხადა, რომ ნატოს უარი საქართველოს მიღებაზე „ტრაგედიად" იქცევა, ხოლო BBC–ის ეთერში საერთოდ განაცხადა ქართველების მზაობის შესახებ, „გმირულად დაეცნენ", თუკი თბილისი ალიანსის წევრის სტატუსს ვერ მიიღებს!

 

ასეთი პერსპექტივა საქართველოს ყველა მოქალაქეს როდი მოეწონა, რომლებმაც ხიდაშელი სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელ ქმედებაში დაადანაშაულეს.

 

თუმცა, ეპატაჟური განცხადებების მიუხედავად, ნატოში ინტეგრაციაში პროგრესის მიღწევა ჯერჯერობით არ მოხერხდა. და საერთოდაც, ხიდაშელის გასაკრიტიკებლად სამხედროებსაც და ექსპერტთა თანამეგობრობასაც საბაბი საკმარისად აღმოაჩნდათ. მას, მაგალითად, რეგულარულად ახსენებენ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილების სრულ არქონას, რაც სამხედროების შემთხვევაში, ლამის საკვანძო მაჩვენებელია. ანდა, საიდან უნდა მიეღო გამოცდილება, თუ თინა ხიდაშელმა არაერთი ათწლეული მიუძღვნა უფლებადამცველ ორგანიზაციებში მუშაობას?! შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი 90–იანი წლების შუა ხანებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (GYLA), შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა ამერიკელი სოროსის ფონდის წარმომადგენლობას ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს".

 

გასაგებია, რომ შემთხვევითი ადამიანები ასეთ სტრუქტურებში არ ხვდებიან და, შესაძლოა, სწორედ აქედან მოდის ბიძინა ივანიშვილის ამრეზილი დამოკიდებულება ხიდაშელისადმი: გავრცელებული ხმებით, იგი იმუქრებოდა კიდეც, რომ მასთავდაცვის სამინისტროდან პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისთანავე გააგდებდა. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად შესაძლებელი გახდა სწორედ სოროსის მხარდაჭერით. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკელმა ოლიგარქმა აღიარა, რომ „ვარდების რევოლუციის" წარმატება და ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის მოსვლა განპირობებულია მრავალრიცხოვანი NGO–ების მონაწილეობით, რომელთა ხელმძღვანელებმაც შემდგომში საკვანძო ადგილები დაიკავეს მთავრობაში.

 

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ხიდაშელი ცდილობს თავისი საქმიანობა ააწყოს ისევე, როგორც ამას აკეთებდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელობისას: მაქსიმუმი ტოლერანტობა, თვითრეკლამა და ახლო თანამოაზრეების მხარდაჭერა. სხვაგვარად გენდერული პოლიტიკის ახსნა არმიულ გარემოში უბრალოდ შეუძლებელია!

 

დამეთანხმებით, რომ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანს თავში არ მოუვა, ძალით ჩაუნერგოს სამხედროებს შემწყნარებლობა სექსუალური უმცირესობისადმი! თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქართული არმია ამდენად ამერიკანიზებული და ტოლერანტული არასოდეს გახდება...

 

„ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველომ თითქოსდა შეწყვიტა ხელისუფლებაში კლანურობისა და ოჯახურობის პრაქტიკა, თუმცა ხიდაშელი და მისი ქმარი – პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი („რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი და GYLA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი) უკვე არაერთი წელია საპირისპიროს ამტკიცებენ. აი ერთ-ერთი ეპიზოდი. თანამებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე თვის თავზე – 2015 წლის აგვისტოში – თინა ხიდაშელმა ე. წ. კაბელების საქმის – 4მლნ ლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და ტენდერის შედეგების ფალსიფიკაციის შესახებ, ფიგურანტების – თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების გირაოთი გათავისუფლებისა და თანამდებობებზე მათი აღდგენის ორგანიზება მოახდინა. ეჭვმიტანილებს – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ორი დეპარტამენტის უფროსსა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამ სპეციალისტს თავდებში ჩაუდგნენ დეპუტატები. ორი მათგანი – ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდნენ, როცა იქ დავით უსუფაშვილი ასწავლიდა. ამასთან, უცნობია – ვინ იქონია მეტი ზეგავლენა დეპუტატთა გადაწყვეტილებაზე: გავრცელებული აზრით, უსუფაშვილი უფრო ხშირად თავისი მეუღლის თვალსაზრისით ხელმძღვანელობს...

 

და თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრის გუნდთან ხიდაშელმა კონტაქტის დამყარება მოახერხა, სამხედრო ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებთან ყველაფერი ასე იოლად როდი აეწყო. გაცნობიერებული წყაროები ხიდაშელსა და გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძეს შორის ურთიერთობების მკვეთრად გამწვავებაზე საუბრობენ. მართალია, გენშტაბის უფროსი ხშირად დაჰყვება თავდაცვის მინისტრს საზღვარგარეთ და საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრობისას, მაგრამ, ხიდაშელის გვერდით ყოფნის „არავითარი სურვილი არა აქვს", ირწმუნებიან კაპანაძის გარემოცვაში.

 

რიგით სამხედროებში ხიდაშელის ინიციატივები, ისევე, როგორც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი ყოფნის ფაქტი თავშეკავებულ გაუგებრობას იწვევს: საქართველო ხომ ტოლერანტული გერმანია არ არის, სადაც თავდაცვისმინისტრი ქალიგინეკოლოგია, და არც ჩეხეთი, სადაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტი ჯაზის მომღერალს ეკავა!

 

ამჟამინდელი გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით ჩვენს ქვეყანას სჭირდება მტკიცე ხელმძღვანელი, რომელიც ავტორიტეტით ისარგებლებს ოფიცერთა შორის და შეძლებს სათანადოდ უზრუნველყოს თავდაცვა გარედან შესაძლოა მუქარების აღკვეთით და არა ყოფილი ამერიკანიზებული უფლებადამცველი, შორს მიმავალი პოლიტიკური ამბიციებით.

 

 

ეკა ჩუგოშვილი, პოლიტოლოგი

15-12-2015, 16:20
უკან დაბრუნება