ივერიონი / ლევან მამალაძე:-"ბესელიამ ხელმოწერები შეგნებულად გააქრო!"

ლევან მამალაძე:-"ბესელიამ ხელმოწერები შეგნებულად გააქრო!"

   ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებამ დაადასტურა ჩემი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური და კორფციული მოტივაციით ხდებოდა. 2012 წლის ოქტომბერში , "ბესელიას" კომისიაში, ჰელსინკის კავშირის პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სია შევიდა, სადაც მე, როგორც პოლიტდევნილი ვიყავი დაფიქსირებული. ჩემმა ადვოკატმ, ქალბატონმა ლალი აფციაურმა ყველა საჭირო საბუთი წარუდგინა კომისიას. 2012 წლის ნოემბერში კომისიის სხდომას ჩემი მეუღლეც ესწრებოდა და რაიმე პრეტენზია არ გამოკვეთილა. გაირკვა, რომ საკითხების რეალური განხილვა იქ არ მიმდინარეობდა, გადაწყვეტილების მიღება პირადი განწყობილებით , ზემოდან დავალებით და ანგარებით ხდებოდა. ასეთი მინიშნებები არაერთხელ გაკეთებულა. ამიტომ, გაზეთებისა და ტელევიზიის საშუალებით ღიად დავაფიქსირე, რომ სააკაშვილმა პირადი ანგარიშწორებისთვის გამივრცელა ჭორები, განახორციელა რეპრესიები ჩემზე და ჩემს ოჯახზე, რასაც შეეწირა ჩემი ბიძის და მამის სიცოცხლე და ოქროს ზოდებსა თუ ბეჰემოტებზე ჭორებს აყოლილ თანამდებობის პირებთან გარიგებას ან რაიმე მორიგებას , არ ვაპირებდი. როცა მათ სარგებლის პერსპექტივა ვერ დაინახეს , თინა ხიდაშელის ზეგავლენით ამომიღეს პოლიტპატიმართა და პოლიტ-დევნილთა საპარლამენტო სიიდან. 34-მა პარლამენტარმა ხელი მოაწერა , ჩემი როგორც პოლიტდევნილის საკითხის გადაწყვეტას. პარლამენტართა მიმართვა , ბატონმა გოგი ქავთარაძემ პირადად გადასცა ეკა ბესელიას. ბესელიამ ეს ხელმოწერები კი შეგნებულად გააქრო!

     2012 წლის 26 ნოემბერს , ადვოკატმა მამაუკა ნოზაძემ განცხადებით მიმართა საქართველის მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რომ სააკაშვილის მიერ შეკვეთილი და პოლიტიკური მოტივაციით შექმნილი საქმე თავიდან გამოეძიათ. მიუხედავად იმისა, რომ კბილაშვილი 2004 წელს ჩემი ადვოკატი იყო და კარგად იცოდა, როგორ კერავდა სააკშვილის პროკურატურა საქმეს, დამნაშავე გამომძიებლები თანამდებობაზე დატოვა, საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას შეუშინდა და არაფერი არ გააკეთა.

    სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაული ჩვენვე გამოვიძიეთ. მოკვლეული მასალებით და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დაფიქსირებულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და პროკურატურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. 2015 წლის 24 აპრილს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის სახელზე ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ შეიტანა განცხადება და სქელტანიანი თანდართული მასალა თანამდებობის პირთა მხრიდან მძიმე დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. პროკურატურა, კანონის თანახმად ვალდებული იყო , გამოკვეთილ დანაშაულზე დაუყონებლივ საქმე აღეძრა, მაგრამ ისევე პოლიტიკური მოტივაცია მოიმიზეზეს , ზემოდან თანხმობა გვჭირდებაო და არაფერი არ გააკეთეს. 2015 წლის სექტემბერში განცხადებით მივმართე მთავარ პროკურორ ბადაშვილს , რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ჩადენილ დანაშაულზე აღეძრათ საქმე, მაგრამ თ. ხიდაშელის ჩარევამ სამართლებრივი რეაგირება შეაჩერა. პროკურატურამ "სარდალის ბრძანება" კანონზე მაღლა დააყენა. ჩემი მთავარი თხოვნა პრეზიდენტ მარგველაშვილთან ის იყო, რომ შეწყალების საშუალებით, დავბრუნებულიყავი საქართველოში და ღია სასამართლო გამემართა. 2015 წლის 20 თებერვალს განცხადებით მივმართე მარგველაშვილს, ხოლო 7 მარტს ჩემმა მომხრეებმა 1200 კაციანი მანიფესტაცია მოაწყვეს პრეზიდენტის სასახლესთან, რათა მარგველაშვილს მხარდაჭერა ეგრძნო და გათავისუფლებულიყო სააკაშვილის ზეგავლენისგან. ორი თვის თავზე მე ტელეფონით დაუკავშირდი მარგველაშვილს და მოვთხოვე საკითხის შესწავლა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენება. მან მითხრა, რომ "ამას მარტო პატიმრებზე ვიყენებ , შენი საქმე პოლიტიკურია და ვერ გავაკეთებო, სალაპარაკოდ არ გავხდიო ". მე მოვთხოვე ,პოლიტიკური რომ არის საქმე იმიტომ მოგმართე მეთქი. მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციას , სააკაშვილთან და ხიდაშელთან საჭირო ურთიერთობების შენარჩუნება ამჯობინა.

     ბატონი ელისაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მაღალი თანამდებობის პირთაგან პირადი გამორჩენის მიზნით ადამიანების ბედით მანიპულირებას . კორუბციული გარიგებებით იმის გადაწყვეტას , თუ ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ იყოს თავისუფალი.

 

    ჩემი საკითხი ამის კონკრეტული მაგალითია. ეს პირები, ბიძინა ივანიშვილის ზუგს უკან ამოფარებულები სახელს უტეხენ მას და უფრო საშიშნი არიან, ვიდრე სააკაშვილის ზონდერები. 27 წელია პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევი, 13 წელია პოლიტდევნილი ვარ, სამშობლოდან მოწყვეტილი, ჩემთან მიმართებაში კანონით მონიჭებული უფლება არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა!

 

    ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო , რომ სამართლიანობა უპირობოდ უნდა აღდგეს და არავისთან გარიგებაში შესვლას არ ვაპირებ! იმედს გამოვთქვამ , რომ ახალი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე , დროულად მოახდენს რეაგირებას ჩვენს მიმართვაზე ( ადვოკატ ლაშა შუკაკიძის განცხადება 2015 წლის 7 დეკემბერს შეტანილ იქნა მთავარ პროკურატურაში) გაანთავისუფლებს პროკურატურას პოლიტიკური ზეგავლენებისაგან, არავის მიეცემა საშუალება პოლიტიკური და კორუფციული გარიგებით დამალონ დანაშაული და გადაწყვიტონ ადამიანების ბედი!

 

    ლევან მამალაძე

     2015 წელი. დეკემბერი.

15-12-2015, 19:45
უკან დაბრუნება