რეფორმების საბჭოზე მომხრად ინციდენტს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოც გამოეხმაურა.
ტიმოშენკომ კომენტარი ტელეკომპანია “112 უკრაინა”-ს ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილმა და ავაკოვმა მაღალი რანგის შეხვედრაზე დაპირისპირებითა და უცენზურობით ქვეყანა შეურაცხყვეს, რის გამოც ისინი პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ.
ტიმოშენკოს კრიტიკის ობიექტად იქცა უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრიც. მისი თქმით, იაცენიუკს ქვეყნის ბიუჯეტის განადგურებისა და ქვეყნის ეკონომიკის დანგრევისთვის არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს.