ივერიონი / „თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური პატიმრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური პატიმრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური პატიმრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

ბოლო პერიოდში პატიმრების ამნისტიასთან და შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია:

 

1.პოლიტიკური პატიმრების 190-კაციან სიაში შედიოდნენ 2007-2012 წლებში დაპატიმრებული პირები სხვადასხვა პარტიებიდან,  მ.შ: საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები: ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ნორა კვიციანი და სხვ. ყველა პატიმარს ყავდა რეკომენდატორი პარტია ან სხვა ორგანიზაცია და მათთან შეიძლება ნებისმიერი დეტალის გადამოწმება.

 

სიაში შეყვანა ხორციელდებოდა კომისიურად, საჯარო სხდომაზე, რომელზეც მოწვეული იყვნენ პრესა, წამყვანი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მ.შ: დღევანდელი სახალხო დამცველი. სია ყოველთვის, ყველა ეტაპზე იყო საჯარო, ქვეყნდებოდა პრესაში, აგრეთვე ჩვენი პარტიის ვებ-გვერდზე: www.freegeorgia.ge(2011-მდე: www.conservatives.ge). 

 

2.სიის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, პროექტი მოამზადა პარლამენტის ადამიანის უფლებათ კომიტეტმა. არასამთავრობოების და პარტიების  სიას პარლამენტში მოაკლდა შემდეგი გვარები:

 

პატიმრები: ქადაგიშვილი ამირან, ჟორჟოლიანი თეიმურაზ, სამნიძე  რამაზ, ქანთარია  კახაბერ, ამირანაშვილი გიორგი, მეზვრიშვილი ანზორ, ლოლიაშვილი ლევან, ჩანტლაძე ლერი, კეკუტია  დავით, მამალაძე  რამაზ, ბარბაქაძე სულეიმან, ხურცილავა გოჩა, არქანია  გოდერძი, არქანია  მალხაზ, შონია  მამუკა, არქანია  ლაშა, საბაშვილი  შალვა, ტერაშვილი  ლევან, ტერაშვილი კახა, შიუკაშვილი  დავით, სიორიძე  ვახტანგ, ყოლბაია მერაბ, ჭილაია გიორგი; 

 

ძებნილები: კვიციანი ემზარ, ოქრუაშვილი ირაკლი, გვეტაძე ნანა.

არასამთავრობოების და პარტიების  სიას პარლამენტში დაემატნენ შემდეგი პირები:

 

პატიმრები: ხოხაშვილი პაატა, ბზიშვილი ზურაბ, სამადალაშვილი გიორგი, ჯოლბორდი კახა, დვალი კახა, ხუცურაული ვაჟა, მუმლაძე რევაზ, ნეფარიძე ზურა, დემეტრაძე გიორგი, ზავრაშვილი გიორგი, ლეონიძე ჯემალ, მურმანიშვილი ტარიელ, ალიმბარაშვილი დავით, ფარეშიშვილი მამუკა, შინჯიკაშვილი ზვიად, ყველაშვილი ივანე, სვანიძე პაატა, ლონდარიძე დავით, გორელაშვილი გიორგი, ჩაპლიგინი სერგეი, ექვთიმიშვილი გივი, გველესიანი შალვა, დალაქიშვილი ილია, ბაჩიაშვილი დავით.

 

ძებნილები: გოგუა გურამ, გიგაშვილი თემურ, რაისიანი მელიქ, ვეტრიაკოვი გოჩა, ბეგიაშვილი დავით, ქარქუსოვი იანიკ, ქარქუსოვი ჯემალ, ხალვაში ტარიელ, ბაბლიძე მალხაზ, რამიშვილი ილია, შენგელია თეიმურაზ, ბარამიძე გრიგოლ.

 

3.რაც შეეხება ნუგზარ ბოჭორიშვილს და სხვა გვარებს, რომლებიც ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით მოიხსენიებიან, არანაირი შეხება ამ პირებს პოლიტ-პატიმრების სიასთან არა აქვთ. ბოჭორიშვილი იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი და როგორც ეს პარტია, აგრეთვე მისი ადვოკატი ქალბატონი კობახიძე, ცდილობდნენ მის გათავისუფლებას არა პოლიტ-პატიმრების საჯარო სიის საშუალებით, არამედ კულუარულად შეწყალების კომისიის საშუალებით.

 

ვერ დავეთანხმებით ქალბატონ კობახიძის მტკიცებას, რომ ის ბოჭორიშვილს და ზაუტაშვილს იმიტომ იცავდა, რომ მის საქმეში სერიოზული დარღვევები იყო. თუ ასეამას სმს-ები კი არ უნდა ეგზავნა საჯარო მოხელეებთან მალულად, არამედ საჯაროდ უნდა გაეკეთებინა განცხადება და პროკურატურისგან მოეთხოვა შესაბამისი რეაგირება, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით ჩვენ - „თავისუფალი საქართველო“,სხვადასხვა უკანონო პატიმრებთან მიმართებაში.

 

4.რაც შეეხება ზურაბ შალიკიანის საქმეს, ის ცალსახად იყო პოლიტიკურ პატიმარი. ზურაბ შალიკიანი არის ბელარუსში მოკლული მეწარმის - ბონდო შალიკიანი შვილი. ბონდო შალიკიანის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესია ეჭვს არ იწვევს: მას უკანონოდ შეუწყდა პარლამენტის წევრის სტატუსი, დაპატიმრებულ იქნა ყველა იურიდიული და ეთიკური ნორმების დარღვევით, მას სრულიად უკანონოდ წაართვეს მთელი ქონება, რაც არც დღევანდელ ხელისუფლებას არ დაუბრუნებია მისი ოჯახისთვის (ამ პრივილეგიით მხოლოდ ქიბარ ხალვაში და ივანიშვილის სხვა ფავორიტები სარგებლობენ).

 

მას შემდეგ რაც ბონდო შალიკიანი გადასახლდა ბელარუსში, იგი კვლავ აქტიურად მონაწილოებდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, აკეთებდა მწვავე კრიტიკულ განცხადებებს, ხოლო მისმა მეუღლემ კენჭი იყარა მაჟორიტარული წესით 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. სააკაშვილი მუდმივად აკეთებდა შალიკიანის მისამართით აგრესიულ განცხადებებს, თუმცა მის წინააღმდეგ ვეღარ ახორციელებდა დევნას და ამიტომაც 2009 წლის საკნების აქციების მიმდინარეობისას დააპატიმრა მისი შვილი - ზურაბ შალიკიანი.

 

აღსანიშნავია, რომ ის პირები ვინც დღეს აკეთებენ განცხადებებს შალიკიანის წინააღმდეგ, თავად იყვნენ მისი დაპატიმრების სპეც-ოპერაციის და საქმის გაყალბების ინიციატორები, მ.შ: ე.წ. სამართალდამცველთა ლიგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი - ზაზა ჭაია. ის ფაქტი, რომ ეს პირები დღეს ტელე-ეთერებში ზიან და არა ციხის საკანში კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილის კორუმპირებული რეჟიმის კოაბიტაციას წინა ხელისუფლების დამნაშავეებთან.

 

5.ზოგადად პოლიტიკური პატიმრების თემით სპეკულირება შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს საქართველოს ყავს იმპოტენტი პრუკურატურა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ 4 ერთმანეთზე უარესი პროკურორი გამოიცვალა (კბილაშვილი, ფარცხალაძე, ბადაშვილი, შოთაძე). ეს ადამიანები, რომლებიც თავად ჩადიოდნენ დანაშაულს წინა რეჟიმის პირობებებში, 2012 წლიდან იგნორირებას უკეთებდნენ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას არაერთ ზეპირ და წერილობით მოთხოვნას - დაეწყოთპოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვა ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, ხოლო შესაბამისი გარემოებების დადგენისას, აღეძრათ საქმეები კანონის დამრღვევი პოლიციელების, გამომძიებლების, მოსამართლეების და პროკურორების წინაღმდეგ.

 

მიგვაჩნია, რომ არანაირი აზრი არა აქვს ივანიშვილის ჯიბის პროკურორის - შოთაძის პირობებში ივანიშვილის მარიონეტი პოლიტიკოსების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას. ამიტომაც გამოვდივართ ინიციატივით - ზ/ა საქმეების გამოსაძიებლად დაინიშნოს დამოუკიდებელი პროკურორი, რომელსაც შეარჩევს არასამთავრობო ორგანიზაციები და არასაპარლამენტო ოპოზიცია და რომელიც არ იქნება ანგარიშვალდებული მთავარი პროკურორის წინაშე.

 

 

17-12-2015, 11:57
უკან დაბრუნება