საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე მოხსენება სავარაუდოდ ხვალ გამოქვეყნდება. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელისგან ამ კუთხით დიდი მხარდაჭერაა მოსალოდნელი.
საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების გზაზე. ევროკომისიას 15 დეკემბერს უნდა შეეფასებინა, თუმცა ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ მაშინ განაცხადა, რომ მოხსენება დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდება.
ევროკავშირის 2015 წლის ბოლო, შემაჯამებელი სამიტი ბრიუსელში დღეს დაიწყება და ორ დღეს გასტანს.