ივერიონი / რატომ დააკავეს ქართველი კაპიტნის მეთაურობით მცურავი გემი?

რატომ დააკავეს ქართველი კაპიტნის მეთაურობით მცურავი გემი?

ქართველი კაპიტნის მეთაურობით მცურავ გემი კოკაინის დიდი პარტიით დააკავეს. ბრიტანეთის სანაპიროსთან სპეცოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩაატარეს. 2 ათას 400 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულება 50 მილიონი ევროა, გემზე იპოვეს.

 

კაპიტანი ბათუმელი ბადრი ბერიძეა, ეკიპაჟის წევრებს შორის კი საქართველოს სხვა მოქალაქეებიც არიან.

 

მოლდოვის დროშით მცურავ ფრეგატი Carib Palm კოლუმბიიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკში რემონტისთვის მიცურავდა. ის ლა მანშის სრუტეში გააჩერეს და საფრანგეთის პორტ ბულონში გადაიყვანეს.

 

17-12-2015, 12:23
უკან დაბრუნება