ივერიონი / ვის მასპინძლობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ვის მასპინძლობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

არის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რუსი ჟურნალისტების პრესტურს მასპინძლობს.

 

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, წელს პირველად რეგიონს ტურის ფარგლებში 10 რუსული მედია საშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოფო ლაზიშვილი აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს.

 

რეგიონს ჟურნალისტები 16 დეკემბერს ესტუმრნენ. მათ უკვე დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობები, გონიოს ციხე და აჭარულ ღვინის სახლი. პრესტურის ფარგლებში რუსი ჟურნალისტები უკვე შეხვდნენ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძეს, რომლისგანაც რეგიონის კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ არსებული ინფორმაციის გარდა, ბათუმში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებებისა და კონცერტების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. დღეს, დილით მათ ასევე ქონდათ შეხვედრა ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ვიზიტის შემდეგ პრესსტურის მონაწილეები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან.

 

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი რუსი ჟურნალისტების პრესტურს წელს პირველად მასპინძლობს. 2016 წლიდან კი რუსეთში აქტიური პიარ კამპანიების წარმოება იგეგმება.

17-12-2015, 18:31
უკან დაბრუნება