აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი პუტინის გამოსვლით კმაყოფილი დარჩა.
საუბარია კრემლის ლიდერის მიერ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც პუტინმა ტრამპი საარჩევნო მარათონის აბსოლუტურ ლიდერად მოიხსენია.
“ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც კომპლიმენტს ვიღებ ადამიანისგან, რომელსაც არათუ მის ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც სცემენ პატივს. ვფიქრობ, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ტერორიზმის წინააღმდეგ ძალების გაერთიანება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარება შეუძლიათ,”-განაცხადა ტრამპმა.