ივერიონი / დავით ფერაძე: ბრძოლის მეთოდი დაგიძველდათ, ქალბატონო თამარ!

დავით ფერაძე: ბრძოლის მეთოდი დაგიძველდათ, ქალბატონო თამარ!

ეს წერილი „ივერიონს“ თბილისის 116-ე საჯარო სკოლიდან უკანონოდ განთავისუფლებულმა პედაგოგმა, დავით ფერაძემ გამოგვიგზავნა და გვთხოვა მკითხველის სამსჯავროზე ყოველგვარი შელამაზების გარეშე გამოგვეტანა.

 

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ვასრულებთ მის თხოვნას.

 

სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა ზუსტად ისე წარიმართა, როგორი სცენარიც იყო თამარ სანიკიძის უწყებაში დაწერილი. მათი „საქმიანობის“ ლომის წილი ხო მე მეძღვნება. ამ სცენარს, ცხადია, ველოდით. ზედმიწვენით შეასრულა სკოლის ე.წ. დირექტორმა სამინისტროს მითითება - ეს იყო ჰულაჰუპზე უბადლო მხტომელი სანიკიძის მორიგი შოუ. შემსრულებელი კი, შესაძლოა თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც გახლდათ სკოლის ე,წ, დირექტორი,

 

სკოლის სამეურვეო საბჭოში, რომელიც კოლეგიური ორგანოა  და  სამართლებრივად დირექტორზე მაღლაც კი დგას, მე შევიტანე საჩივარი, რომ ბათილად გამოეცხადებინა მას გადაწყვეტილება ჩემი უკანონო  გათავისუფლების შესახებ, რომელიც, სანიკიძის დაკვეთით შესრულდა სკოლის ე.წ. დირექტორის მითითებით. 

 

უკვე, აღარავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ეს ე.წ. დირექტორი და სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მსტოვარ-იურისტი როგორ თითხნიდნენ, კერავდნენ და თხზავდნენ ჩემს საწინააღმდეგო საქმეს! 

 

იცით, ალბათ, რომ სკოლაში არსებობს დისციპლინური კომიტეტი, რომელიც  დისციპლინარულ გადაცდომებზე რეაგირებს კანონით დადგენილი  წესით და კანონით დადგენილ ვადებში. ამ სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა , ე.წ. დირექტორმა და იმ ვიღაც იურისტმა კი ისე იცოდა და იცის კანონი, როგორც მე ძველშუმერული ენა. თუმცა, შეიძლება, მე უფრო ვიცი ეს ენა! 

 

შეკერილი, სულელური და აბსოლუტურად ცრუ ბრალდებები ისეა შეკოწიწებული და ე.წ. სამხილები ისეა შეგროვებული, რომ მათში არაფერი არ მეტყველებს ჩემს საწინააღდმეგოდ, ან პირიქით, სკოლის ადმინისტრაციის დანაშაულს უფრო ადასტურებს. 

 

მაგალითად, ამ “სამხილებით„ დასტურდება, რომ სკოლის დირექტორი ძალადობს და ფსიქო-ემოციურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მოსწავლეებს, ამით დასტურდება, რომ ე.წ. დირექტორი სასამართლოსთან შეუთანხმებლად ახსნა-განმარტებებს ართმევს არასრულწლოვნებს, რომ ასაჯაროვებს პეწერსონალურ მიმოწერებს და საუბრებს!

 

ჩემი სარწმუნო ინფორმაციით, ე.წ. დირექტორმა და ე.წ. მსტოვარ-იურისტმა თავად შეადგინეს სკოლის კონტროლინგის მენეჯერის, სკოლის დარაჯის, ორიოდე მასწავლებლის ახსნა-განამრტებები ჩემ საწინააღმდეგოდ და მოაწერინეს მათ ხელი. ამ სიბინძურეში მათ სამინისტროსგან ჰქონდათ მიცემული “ვიზა“. ამავე ვიზით შეთითხნეს არარსებული და არჩატარებული დისციპლინური კომიტეტის სხდომის ყალბი ოქმები, დაიბარეს ზოგიერთი წევრი შუაღამისას და მოაწერინეს ხელი, ისე, რომ მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რას აწერდნენ ხელს. ესეც, ჯერ-ჯერობით ანონიმური წყაროს ინფორმაციაა და საჭიროების შემთხვევაში ისინი დაადასტურებენ, რადგან არსებობს მათი საუბრის აუდიოჩანაწერიც!

 

თუმცა, ამას თავი რომ დავანებოთ, სრული კანონდარღვევით და პროცედურული ხარვეზებით მიიღეს ჩემი გაშვების გადაწყვეტილება. როოგორც ჩანს, სამინისტროდან უთხრეს, რომ თქვენ  დაწერეთ ბრძანება ფერაძის გაშვებაზე და დანარჩენი ჩვენ ვიცითო!

 

ასეც მოხდა და ახლა, ეს საცოდავი  ე.წ. დირექტორი, ფაქტობრივად გაწირეს. ისევ პირდებიან დახმარებას. ისევ ეხმარებიან სიტყვიერად, მაგრამ, ხელს მისკენ იშვერენ და მას აბრალაბენ ჩემს გაშვებას, აი, რა სიბინძურეა სამინისტროში!..

 

სამწუხაროდ, სამეურვეო საბჭოც სამინისტროსეული სცენარით წარიმართა. სწორედ ამ სცენარში იჯდა, ის, რაც მოხდა. ჩემი ინფორმაციით, სკოლის ე.წ. დირექტორმა გაააფრთხილა სამეურვეო საბჭოს ორი წევრი, ერთი პედაგოგი და ერთიც მოსწავლე, რომელზეც, ასევე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, რომ სხდომაზე არ მოსულიყვნენ. პედაგოგმა დაწერა გათავისუფლების განცხადება, რომ თითქოს, ოჯახური მდგომარეობის გამო ბათუმში გაემგზავრა, არადა, მაქვს ინფორმაცია, რომ ის ნამდვილად თბილისში იმყოფებოდა. ხოლო, მოსწავლე-წევრე გაურკვეველი მიზეზით არ გამოცხადდა, რომელიც,სინამდვილეში, ერთ-ერთ მასწავლებელთან ერთად გაემგზავრა რაღაც უმნისვნელო საქმეზე. სამინისტროს ამ სცენარით ჩააგდეს სამეურვეოს სხდომა. ანუ, ქვორუმი აღარ იყო საკმარისი.

 

მაგრამ, საინტერესოა, რამდენხანს მოახერხებენ ამას? ბოლოს და ბოლოს, ხომ ვერ გაექცევიან სიმართლეს.  

 

ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ სამეურვეო უთუოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და დირექტორის უკანონო და სულელურ ბრძანებას გამოაცხადებს ბათილად. 

 

თუმცა, ამავდროულად, ორიოდე დღის წინ სარჩელი შევიტანე სასამართლოშიც. ამ „ჭანჭიკებს“ იქაც მოუწევს წარდგომა. მზადდება საჩივრის შეტანა პროკურატურაში სიყალბეებზე. იქ კინამდვილად მოუწევთ სირბილი ე.წ. დირექტორს, მის მსტოვარ-იურისტს და სკოლის დისციპლინური კომიტეტის წევრებს და ამ საქმეში ჩართულ სხვა პირებს, რომლებსაც  მათ სიყალბეებზე მოუწევთ პასუხისმგებლობა.

 

ასე რომ, ქალბატონო მინისტრო, ბრძოლის მეთოდი დაგიძველდათ!

 

18-12-2015, 11:04
უკან დაბრუნება