ივერიონი / ქართველი ხალხისადმი, რისი დადასტურება იქნება ევროკავშირის საბოლოო ანგარიში?

ქართველი ხალხისადმი, რისი დადასტურება იქნება ევროკავშირის საბოლოო ანგარიში?

 

„ევროკავშირი დღეს საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა პოზიტიურია“ - ამის შესახებ, დასტური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან გუშინდელი საუბრისას მიიღო.

 

მიღწეული წარმატება , საქართველოს მთავრობის მეთაურს გუშინ საღამოსვე მიულოცეს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა შრომატევადი საქმიანობისთვის მთავრობის თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველომ, ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად, 100%-ით შეასრულა.

 

„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი დაფასება. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ჩვენდამი, ქართველი ხალხისადმი ნდობის დადასტურება ევროპის, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მხრიდან. ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერმა, ყველა სახელმწიფო უწყებას ამ მიმართულებით თავდაუზოგავი შრომისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. 

 

18-12-2015, 11:23
უკან დაბრუნება