ივერიონი / ვინ ეწვია, საქართველოში, ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს?

ვინ ეწვია, საქართველოში, ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს?

 

საქართველოში, ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები ეწვივნენ. 

 

ქართველ სამართალდამცველებსა და ინტერპოლს შორის წარმატებული თანამშორმლობის ფარგლებში, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს რადიოლოგიური/ბირთვული ტერორიზმის აღკვეთის განყოფილებამ, CBRNE-ს ქვედირექტორატის ქიმიური ასაფეთქებლებით ტერორიზმის აღკვეთის განყოფილებას (CMX TPU) და ინტერპოლის საზღვრების ინტეგრირებული მართვის სპეციალურ ჯგუფთან (IBMTF) ერთად, 2016 წელს თბილისის აეროპორტში საცდელი ოპერაცია „CONDUIT“ დაგეგმა.

 

ვიზიტის ფარგლებში, საცდელ ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, ასევე გაიმართა საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შს სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალიზებულმა სამსახურებმა.

 

შეხვედრაზე, თბილისის აეროპორტის მაგალითზე, განიხილეს და შესწავლეს ბიოქიმიური და ბირთვული ტერორიზმის საფრთხეებზე მუშაობის სპეციფიკა. ასევე, იმსჯელეს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ სამომავლოდ ტრენინგების ჩატარების და სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში შესაბამისი აღჭურვილობის განთავსება-უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოსთვის დახმარების გაწევის საკითხზე

 

18-12-2015, 11:26
უკან დაბრუნება