ივერიონი / სოსო ცინცაძე: ვიზა-ლიბერალიზაცია, რუსეთისთვის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენისთვის სტიმული იყო!

სოსო ცინცაძე: ვიზა-ლიბერალიზაცია, რუსეთისთვის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენისთვის სტიმული იყო!

„ივერიონთან“ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი, პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძემ გააკეთა.

 

-ბატონო სოსო, საკმაოდ დიდი ემოციები ისმის ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფაქტიურად გადაწყვეტილია.

 

ბევრი ამას დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვებად მიიჩნევს. ამავე დროს, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა განცხადება გააკეთა, რომ ის მზადაა მოხსნას სავიზო რეჟიმი საქართველოსთან.

 

რამდენად უკავშირებთ ამ განცხადებას ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან და რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?

 

-რასაკვირველია, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელი წარმატებაა. პრინციპში ეს პროცესი უკვე გადაწყვეტილია. 

 

ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს თავისი წარმატება წარმოაჩინოს, მაგრამ ზოგჯერ, ამ მხრივ ზომიერების დეფიციტიც აღინიშნება. თუმცა,  ახლა იმას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ხელისუფლების დამსახურებაა ეს. მთავარია საქართველოს უვიზოდ მიმოსვლის შანსი ეძლევა!

 

სხვა საკითხია,  საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი შეძლებს ამ ყველაფრით სარგებლობას- დღეს ეს მეორე პლანზეა.

 

რაც შეეხება რუსეთს და პუტინის გუშინდელ განცხადებას, ეს იყო  სტიმული იმისთვის, რომ რუსეთი, რომელიც კარგა ხანია ლაპარაკობს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, პუტინმა პირველად გააკეთა განცხადება, რომ  მზადაა აღადგინოს ეს პროცესი. როგორც ჩანს, ამას წინ აღარაფერი არ უდგას!

 

    ესაუბრა მედეა შელია

 

18-12-2015, 16:00
უკან დაბრუნება