ივერიონი / თბილისში მამა-შვილი მოკლული იპოვეს

თბილისში მამა-შვილი მოკლული იპოვეს

თბილისში, ფერაძის ქუჩაზე, გამთენიისას მოკლული მამა-შვილი იპოვეს.

 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი და 5 წლის ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი გაგუდულია, მამაკაცი კი თავში დარტყმის შედეგად დაიღუპა.

 

მეზობლების განცხადებით მათ ხმაური გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი მოკლული მამა-შვილი ნახეს.

 

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 5 წლის ბავშვის დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. ცხედრებს კი ექსპერტიზა უტარდებათ. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.  

20-12-2015, 15:01
უკან დაბრუნება