სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს წმინდა ნინოს ჯვარი უსახსოვრა.
ილია მეორემ, ეკლესიის სახელით, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში და აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითმა დასკვნამ საშუალება მისცა საქართველოს, გადადგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ.
”ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხისთვის და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისთვის. დიდი ხანია საქართველოს ჰქონდა და აქვს სურვილი, იყოს ევროპის სტრუქტურების წევრი და ამაში მიღწეულია დიდი შედეგები…მინდა ვთქვა, რომ გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვფიქრობთ არამხოლოდ იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა, არამედ რას შევიტანთ ევროპაში... მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოგახსენოთ თქვენ, ვინც დიდი წვლილი შეიტანეთ ამ საქმეში", - განაცხადა პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა.