საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი ევროპულ წლად გამოაცხადა, - აღნიშნული განცხადება, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„25 წლის წინ ქართული გვარდია დაარსდა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, როდესაც საქართველო იქმნებოდა როგორც თანამედროვე ახალი სახელმწიფო. მაშინ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით უმნიშვნელოვანეს სადარაჯოზე, რომ დამოუკიდებელი საქართველო შექმნილიყო.
2016 წელს ჩვენ ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვიზეიმებთ. 2016 წელს ჩვენ ახალ მიზნებს დავინახავთ. ჩვენ დამოუკიდებლიდან თავისუფალი საქართველო უნდა შევქმნათ, თავისუფალი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე ოკუპანტის ჯარი არ დგას, თავისუფალი სახელმწიფო, რომელის თავის სახელმწიფოებრიობას ინდივიდის ირგვლივ ქმნის, თავისუფალია სახელმწიფო, სადაც კანონი უზენაესია ყველასთვის.
თავისუფალია ქვეყანა რომელსაც შეუძლია საკუთარი ისტორიული არჩევანი ცხოვრებაში განახორციელოს. დამოუკიდებლობიდან ჩვენ თავისუფლებას მივაღწევთ. როდესაც ვუყურებთ ამ მიზნებს რაც ჩვენ წინაშე დგას იდენტურია ევროპული არჩევნის, იდენტურია ჩვენი საზოგადოების ისე განვითარებისა. როგორც ჩვენ წინაპრებს გათვლილი ჰქონდა. აქედან გამომდინარე 2016 წელს ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ. ის მნიშვნელოვანი მიღწევები რაც ერთად გვაქვს მისაღწევი წელს გამტკიცდება. ჩვენ ამ მიზნებს განვახორციელებთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.