ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ის ნდობას არ იმსახურებს.
მისივე თქმით, ,,საქართველოსნაირ ქვეყანაში“ 6 თვიანი საარჩევნო კამპანიაც კი საკმარისია სერიოზულ რეზულტატს მიაღწიო.
"ჩვენს ხელისუფლებას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება გამოკითხვის მიმართ, რადგან რომელი კვლევითი ორგანიზაციაც ატარებს ამ სამუშაოებს, არ იმსახურებს ნდობას. ვინც იცნობს საარჩევნო ტექნოლოგიებს და ვინც იცის საარჩევნო კაპმანია როგორ წარმართოს, გარწმუნეთ, რომ არა თუ 10-11 თვე, 6 თვეც საკმარისი დროა საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომ ჭკვიანური საარჩევნო კამპანიის წარმოების შემთხევაში, სერიოზულ რეზულტატზე გახვიდე," - განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. გამოკითხვის ტანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" ხმას მისცემდა 16%, ენმ-ს 10%, "თავისუფალ დემოკრატებს" 7%.