ივერიონი / ეკა ბესელია: არჩევნების შედეგები, საბედნიეროდ, არაცერთ კვლევებს არ ემთხვეოდა!

ეკა ბესელია: არჩევნების შედეგები, საბედნიეროდ, არაცერთ კვლევებს არ ემთხვეოდა!

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის ციფრებში გამოხატულ პარტიულ რეიტინგებს სანდოობის კუთხით, არ უყურებს.

 

როგორც ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ბესელიამ განუცხადა, კვლევების მიმართ ერთგვაროვანი განწყობა არ არის.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბევრი მონაცემი ერთანეთს არ ემთხვეოდა.

 

„საბედნიეროდ, არჩევნების შედეგები არაცერთ კვლევებს არ ემთხვეოდა. კვლევას ერთი და იმავე კვლევის ჩამტარებელი ორგანიაზაცია ატარებს და ის კითხვები, რომელიც წინა პერიოდში ისმებოდა, ისევ რჩება. ციფრებში გამოხატულ პარტიულ რეიტინგებს საანოდობის კუთხით, არ შევხედავდი, რადგან არჩევნების შედეგებს ციფრები არ ემთხვევა. აქ შეიძლება საინტერესო იყოს ტენტენციები. გამოკითხულთა 60 პროცენტი თავის არჩევანს არ ამბობს. რეალისტური ციფრები არ იქნება, რაც მოცემულია. ჩვენ შეგვიძლია, რეალურ მონაცემებს დაველოდოთ, როცა არჩევნები იქნება და უკვე საარჩევნო კამპანია დაიწყო“, - განაცხადა ბესელიამ.

 

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პოლიტიკური რეიტინგები დღეს გამოაქვეყნა.

21-12-2015, 14:29
უკან დაბრუნება