ივერიონი / NDI: რამდენი პროცენტი არ მისცემდა ხმას არასოდეს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და რამდენი ,,ქართულ ოცნებას“?

NDI: რამდენი პროცენტი არ მისცემდა ხმას არასოდეს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და რამდენი ,,ქართულ ოცნებას“?

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს მისცემდა ხმას, ხოლო 16% - ქართულ ოცნებას.

 

კითხვაზე, "რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას"? - კვლევაში მონაწილეთა 11% ამბობს, რომ არ არის ასეთი პარტია. 10% პასუხზე უარს აცხადებს. ასევე, 6% ამბობს, რომ ლეიბორისტულ პარტიას არასდროს მისცემდა ხმას, ხხლო 25%-მა - არ იცის.

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

21-12-2015, 14:42
უკან დაბრუნება