ივერიონი / რა განცხადება გააკეთა ავაკოვმა სააკაშვილთან მომხდარ კონფლიქტზე?

რა განცხადება გააკეთა ავაკოვმა სააკაშვილთან მომხდარ კონფლიქტზე?

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენიი ავაკოვი,  რეფორმების საბჭოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს აფასებს. 

 

არსენ ავაკოვმა , ოდესის გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტზე შუსტერის გადაცემაში ისაუბრა. 

 

ინციდენტის გამო მინისტრმა საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მისი სიტყვები ქსენოფობიურ კონტექსტს არ შეიცავდა. ავაკოვის თქმით, საქართველო სააკაშვილის მმართველობის შემდეგ პრორუსული ძალებისკენ იხრება, რაც უკრაინაში არ უნდა განმეორდეს. რეფორმების საბჭოს სხდომაზე ავაკოვმა სააკაშვილს წყლიანი ჭიქა ესროლა და ქვეყნიდან წასვლისკენ მოუწოდა, ოდესის გუბერნატორმა კი მას ქურდი უწოდა. 

 

"მე არ ვთხოვ პატიებას ბატონ მიხეილს. უბრალოდ, ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, ვინც ეს ყველაფერი ნახა, მაგრამ ჩემს ადგილზე ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო. მან მითხრა, რომ სააკაშვილია და როგორ ვბედავდი მასთან ასე ლაპარაკს. როდესაც მე მას ვუთხარი, თუ სადამდე მიიყვანა თავისი ქვეყანა, ამაში არანაირი ქსენოფობიური კონტექსტი არ ყოფილა. ბოლოს და ბოლოს, მეც სომეხი ვარ. მე ვიგულისხმე ის, რომ იმ სამუშაოს შემდეგ, რაც მიხეილმა საქართველოში გაატარა, საქართველო უფროდაუფრო მეტად იხრება პრორუსული ძალებისკენ, რაც არის სერიოზული წარუმატებლობა და მე არ მინდა, ეს მეთოდები უკრაინაშიც გადმოიტანონ. იმ სხდომაზე კი მან მე სიტყვის თქმის საშუალება არ მომცა, რაც ჩემთვის ყოვლად მიღებელია. ნერვები და ღირსება არამხოლოდ ამ ამხანაგს აქვს,"-განაცხადა ავაკოვმა.  

 

22-12-2015, 10:13
უკან დაბრუნება