ივერიონი / რა შესაძლო სანქციები შეიძლება ამოქმედდეს მოსკოვის წინააღმდეგ?

რა შესაძლო სანქციები შეიძლება ამოქმედდეს მოსკოვის წინააღმდეგ?

 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა ე.წ. “სავჩენკოს სია” აამოქმედოს, რომელიც “მაგნიტსკის სიის” ანალოგიური იქნება.ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა. 

 

პაველ კლიმკინის თქმით, სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლაზე ვერ შეთანხმდებიან. 

 

ევროპული მხარის მთავარი მოთხოვნა უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებაა, რომელიც რუსების ტყვეობაში წელიწადზე მეტია, იმყოფება. მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.

 

22-12-2015, 10:22
უკან დაბრუნება