ივერიონი / შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიება შესაძლოა დღეს შეუფარდონ

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიება შესაძლოა დღეს შეუფარდონ

 

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ  შესაძლოა დღეს იმსჯელოს. 

 

ზუსტი დრო ჯერ უცნობია, რადგან პროკურატურამ სასამართლოს სწორედ დღეს უნდა მიმართოს. როგორც დაკვებულის უფლებადაცმველი ამბობს, აღმკვეთი ღონისძიების არცერთ ფორმას არ დაეთანხმებიან, რადგანაც ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ხათუნა ჩხაიძის მტკიცებით, ბრალდებულმა არ იცის, რა მოხდა 19 დეკემბრის ღამეს და სიმართლის გარკვევით არის დაინტერესებული. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. საქმე კი განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

 

22-12-2015, 10:32
უკან დაბრუნება