ივერიონი / ერდოღანმა პუტინი სიცრუეში დაადანაშაულა

ერდოღანმა პუტინი სიცრუეში დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სიცრუეში დაადანაშაულა.

 

რუსეთთან არსებულ კონფლიქტზე თურქეთის პრეზიდენტმა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამოსვლისას ისაუბრა.

 

“რუსები სირიაში ჩვენს თანამემამულეებს ბომბავენ. პუტინი კი ამბობს, რომ სირიაში თურქმენების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ეს ტყუილია, რადგანაც არაერთგზის მაქვს მისთვის ნათქვამი, რომ სირიის თურქმენულ რეგიონშინ ისლამისტები არ არიან. პუტინი მატყუარაა და ეს მთელმა მსოფლიომ იცის,”-აღნიშნა ერდოგანმა.

22-12-2015, 10:48
უკან დაბრუნება