ივერიონი / ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ქართული საღამო გაიმართა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ქართული საღამო გაიმართა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში  ქართული საღამო გაიმართა.  ღონისძიებას  120 ადამიანი ესწრებოდა მათი უმრავლესობა ავსტრიელი იყო. საღამოს  მთავარი მიზანი ავსტრიაში ქართული კულტურის და საქართველოს ცნობადობის ამაღლება იყო.

 

ღონისძიების  პირველ ნაწილში დამსწრე საზოგადოებას   საქართველოს შესახებ   ინფორმაცია მიაწოდეს. აჩვენეს ფოტო და ვიდეომასალა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე. ღონისძიების  მეორე ნაწილში კი ქართული კერძებისა და სასმელის დეგუსტაცია გაიმართა. სტუმრებს საშუალება მიეცათ ქართული ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ.

 

ღონისძიების მესამე, დასკვნით ნაწილში ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ჯაზ-მომღერლის, თეონა მოსიას კონცერტი გაიმართა. მომღერალმა  თავისი რეპერტუარიდან 7  სიმღერა შეასრულა.

 

 თეონა მოსიას შემოქმედების დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა. ქართული საღამო ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციისა და ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მიერ იყო ორგანიზებული.  თანაორგანიზატორი  - „ქართული სათვისტომო ავსტრიაში“ (GVÖ). ღონისძიება ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დაფინანსებით შედგა.  

 

22-12-2015, 11:03
უკან დაბრუნება