ივერიონი / საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოქალაქე ოთარ გრიგალაშვილი თაღლითობის ფაქტზე დააკავა.

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა საჯარო სამსახურში დასაქმებას, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 30 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა მოთხოვნილი თანხის ნაწილის, 2 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე.

 

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

22-12-2015, 11:13
უკან დაბრუნება