უეფა-ს ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერის, დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების მიზეზი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახება გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, 21 დეკემბერს, გამთენიისას, პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე, ქვეითად მოსიარულე დავით პეტრიაშვილს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.