ივერიონი / ვინ იწყებს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას?

ვინ იწყებს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას?

ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას იწყებს. მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ასოციაცია უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. კერძოდ, სტუდენტები პრაქტიკას ასოციაციაში შემავალი კომპანიების საწარმოებში გაივლიან, ჩაუტარდებათ ტრენინგები, სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებულებს კი სხვადასხვა სახის სტიპენდია დაენიშნებათ. ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტშიც ჩაერთვება. ურთიერთთანამშრომლობის მიზანი მეტალურგიის დარგის პოპულარიზაცია და სტუდენტების მხრიდან დარგთან დაკავშირებულ ფაკულტეტებზე მოთხოვნის გაზრდაა.

 

,,ასოციაციის დაფუძნების დღიდან, განათლება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენ ვეცდებით წავახალისოთ და დავაინტერესოთ სტუდენტები მეტალურგიის დარგით. შედეგად კი, მომავალში, პროფესიონალ კადრებს მივიღებთ.” - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე სულხან ხვედელიძე.

 

23-12-2015, 10:52
უკან დაბრუნება