„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან თარხნიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კიდევ ერთ ოლიგარქიულ/კორუფციული მმართველობის სქემაზე ისაუბრა.
”2014 წლის 16 დეკემბერს საგზაო დეპარტმენტმა გააფორმა ხელშეკრულება (N140029675) შ.პ.ს ,,ცეკურთან“-თან (ს/კ 209442174) თანხაზე 5 263 000 ლარი (ხუთი მილიონ ორას სამოცდა სამი ათასი ლარი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ცაგერის მუნიციპალიტეტში ალპანა-ცაგერის მონაკვეთის სარებილიტაციო სამუშაოები. სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადა ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა - 2015 წლის ნოემბერი. კონტრაქტის ვადა გასულია, მაგრამ სამუშაო არ არის დასრულებული, მიუხედავად იმის, რომ თანხა მთლიანადაა გადახდილი.
აღსანიშნავია რამოდენიმე ასპექტი 1. შპს „ცეკურის“ დამფუძნებელი და წლების განმავლობაში დირექტრი იყო უმრავლესობის დეპუტატი სერგო ხაბულიანი. დღეისათვის დირექტორი მისი შვილი ბექა ხუბულიანია.
მეორე, ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია, რაც კონკურენტებზე ზეწოლის სერიოზულ ეჭვს ბადეს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც დეპუტატის კომპანია უკონკურენტო გარემოში იღებს მილიონიან კონტრაქტებს.
მესამე, 2014 წლის ოქტომბერში ფინანსურმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე (#092271014008) ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე. საქმე ეხებოდა 2013-2014 წლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებულ კონტრაქტების ქარგლებში არ შესრულებული სამუშაობს, რომელთა უმეტესი ნაწილი სწორედ შპს „ცეკურ“-ზე მოდის.
მიუხედავად ჩაგდებული კონტრაქტებისა და აღძრული საქმეებისა სახელმწიფო მაინც განაგრძობს დეპუტატ ხაბულიანის კომპანიების დაკონტრატებას.
2015 წლის 19 ოქტომბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება (N150028113) შ.პ.ს ,,კრისტალთან“-თან (ს/კ 200179270) გამარტივებული წესით თანხაზე 743 000 ლარი (შვიდარ ორმოცდა სამი ლარი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ცაგერის მუნიციპალიტეტში ნინოშვილისა და ასათიანის ქუჩების სარებილიტაციო სამუშაოები. შპს „კრისტალი“ ასევე სერგო ხაბულიანთან დაახლოებულ პიროვნებებს ეკუთვნის.
როგორც ჩანს ეს არის საფასური, რომელიც დეპუტატმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ქართული ოცნების ფრაქციაში მოახდინა პორტირებისთვის და ბიძინა ივანიშვილის ერთგულებისთვის მიიღო.
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმას თუ როგორ უქმნის ბიძინა ივანიშვილის მთავრობა სასათბურე პირობებს თავის ნათესავებსა და ახლობლებს, მაშინ როდესაც მათი პოლიტიკის შედეგად გაჩერდა საქართველოს ეკონომიკა, გაირღვა სახელმწიფო ბიუჯეტი, გაუფასურდა ლარი, შემცირდა სამუშაო ადგილები და ამ ყოველივემ გამოიწვია მოსახლეობის მასობრივი გაღარიბება.
სახეზეა სისტემური კორუფცია და სწორედ მის გამოძიებისთვის ითხოვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანტი კორუფციული საპარლამენტო საგამომძიებო კომისიის შექმნას” .