ივერიონი / საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ

ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო კანცელარიაში განცხადება დღის განმავლობაში გაკეთდება.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლკსი ადასტურებს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს

 

ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და არ ვფიქრობ რომ ნაჩქარევი განცხადებები უნდა გავაკეთოთ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს.

 

23-12-2015, 14:26
უკან დაბრუნება