ივერიონი / ნატოსგან ოფიციალური მიწვევა მონტენეგროს

ნატოსგან ოფიციალური მიწვევა მონტენეგროს

მონტენეგრომ ნატოსგან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის ევროინტეგრაციის მინისტრმა იგორ ლუკშიჩმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიწვევის შემდგომი პროცედურა ალიანსში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეს გასტანს. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს მოაწერენ ხელს, ამის შემდეგ კი რატიფიკაციის პროცესი დაიწყება.

23-12-2015, 14:34
უკან დაბრუნება