ივერიონი / თემურ შაშიაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის კულუარებიდან მართვის პოლიტიკის მსხვერპლია

თემურ შაშიაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის კულუარებიდან მართვის პოლიტიკის მსხვერპლია

ყოფილი პრემიერი ქვეყნის კულუარებიდან და იმპულსურად მართვის პოლიტიკის მსხვერპლია, ხოლო ბატონი ბიძინა ივანიშვილი გარე ძალებისა და მათი მსახური ქვეყნის შიდა პოლიტიკური პარტიების მსხვერპლია. საქართველო კი ყველაფერი ერთად აღებულის მსხვერპლი.

 

თუმცა, თავისი გადადგომით  ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი პოლიტიკური მომავალი გადაირჩინა და დიდი გამოცდის წინაშე დააყენა ბევრი, რომელთაც ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე უნდა მიეღოთ - ვგულისხმობ თბილისის მერს ბატონ დავით ნარმანიას, ვიცე-პრემიერს და ენერგეტიკის მინისტრს ბატონ კახი კალაძეს, განათლების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს, თავდაცვის მინისტრს ქალბატონ თინა ხიდაშელს და სხვებს.

 

არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიმეორებ: ქვეყანაა დასახსნელი გარე ძალებისა და მათი მსახური პარტიებისგან… ამით ბატონ ბიძინასაც გადავარჩენთ - მას კი, პოლიტიკიდან მოცილებულს, ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია მომავლის საქართველოსთვის.

მოქმედების დროა!

 

 

24-12-2015, 15:45
უკან დაბრუნება