ივერიონი / „პე-ეს-პე“-ს აფთიაქის ყაჩაღობის ფაქტი შსს-მ გახსნა

„პე-ეს-პე“-ს აფთიაქის ყაჩაღობის ფაქტი შსს-მ გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში ფარმაცევტული კომპანია „პე-ეს-პე“-ს აფთიაქი დააყაჩაღა. ცეცხლსასროლი იარაღით შეარაღებულმა ვლადიმერ მ-მ აფთიაქის ფარმაცევტს 500 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

24-12-2015, 16:03
უკან დაბრუნება