ივერიონი / როდის უნდა წარუდგინოს პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი?

როდის უნდა წარუდგინოს პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი?

მთავრობის კაბინეტის დამტკიცების პროცედურებს კონსტიტუციის 80-ე მუხლი განსაზღვრავს.

 

კერძოდ, კონსტიტუციის გათვალისწინებით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში, პრეზიდენტმა პარლამენტს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს.

 

კონსტიტუციის თანახმად, მომდევნო 7 დღეში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მინისტრთა კაბინეტი უნდა დაასახელოს და ის ნდობის მისაღებად პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო პროგრამაც უნდა წარუდგინოს.

 

გარდა ამისა, კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო 7 დღის განმავლობაში, პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობა უნდა განიხილოს და მას კენჭი უნდა უყაროს.

 

მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

 

აღსანიშნავია, რომ როგორც კი, პრემიერ-მინისტრი პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებს, პრეზიდენტი მასსა და მინისტრებს უფლებამოსილების შესრულებას დააკისრებს.

24-12-2015, 16:20
უკან დაბრუნება